გურამ მაჭარაშვილი - ცივილიზებულ დემოკრატიაში ნებისმიერი პარტია იბრძვის, რომ პარლამენტში მოხვდეს, ესენი პირიქით აკეთებენ - იბრძვიან, რომ პარლამენტიდან ქუჩაში წავიდნენ

ცივილიზებულ დემოკრატიაში ნებისმიერი პოლიტიკური პარტია კანონიერად იბრძვის იმისთვის, რომ მოხვდეს პარლამენტში, ესენი პირიქით აკეთებენ - იბრძვიან, რომ პარლამენტიდან ქუჩაში წავიდნენ,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ჟურნალისტებთან ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" გადაწყვეტილებას პარლამენტის სხდომების ბოიკოტის შესახებ.

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის ამ ნაწილს საზოგადოება სწორედ მათი არასწორი გადაწყვეტილების გამო არ უჭერს მხარს.

"ასეთი არასწორი, უკუღმა კეთების პრინციპის გამო მათ საზოგადოება მხარს არ უჭერს. არჩევნების შედეგების მიხედვით ისინი არიან დამარცხებულები და აქვთ განცდა, რომ როგორმე ქუჩის აქციებით ყურადღება მიიქციონ. ამ ყველაფერს არ ექნება ლეგიტიმაცია საზოგადოების მხრიდან და არც აქვს, არ აქვს არც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. ქვეყანაში შეიცვალა დღის წესრიგი უკვე, მას შემდგომ რაც წელიწადში 3-ჯერ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობამ, რომ "ქართულ ოცნებას" ეკისრება პასუხისმგებლობა მომავალი წლების განმავლობაში, 2024 წლამდე მართოს როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და ბუნებრივია, ჩვენ ვიქცევით საზოგადოების დაკვეთის შესაბამისად", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა