ვალერი გელბახიანი - სააკაშვილმა  მოითხოვა შეხვედრა, ვალდებული ვარ, როგორც ადვოკატი შევიდე, გავარკვიო სიტუაცია და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, რა სახის მომსახურება უნდა გავუწიო

საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის ციხესთან ადვოკატი ვალერი გელბახიანი მივიდა, თუმცა სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში ის PCR-ტესტის პასუხის არქონის გამო არ შეუშვეს.

როგორც გელბახიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილმა თავად მოითხოვა მასთან შეხვედრა.

“მე უპირველესად ვარ ადვოკატი და ალბათ, ჩემთან ან მასთან მიმართებაში რაღაც საკითხი აინტერესებს, მე ამ შემთხვევაში, როგორც ადვოკატი შევდივარ, ორდერი მაქვს. ჯერ ალბათ სამართლებრივი პროცედურები არ დგას დღის წესრიგში, მაგრამ რაღაც მოლაპარაკება არის განზრახული. რადგან მან მოითხოვა, მე ვალდებული ვარ, როგორც ადვოკატი რომ შევიდე, გავარკვიო სიტუაცია და ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას რა სახის მომსახურება უნდა გავუწიო”, - განაცხადა გელბახიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა