არჩილ თალაკვაძე - საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის მოთხოვნა იყო, თუ ოპოზიცია პარლამენტში საკუთარ რაოდენობას შეამცირებს და ხმები საკმარისი არ იქნება, ეს მათი პასუხისმგებლობაა

საკონსტიტუციო ცვლილებები ოპოზიციის მოთხოვნა იყო - თუკი ოპოზიცია პარლამენტში საკუთარ რაოდენობას შეამცირებს და ხმები ცვლილებების განხილვისა და კენჭისყრისთვის საკმარისი არ იქნება, ეს მათი პასუხისმგებლობაა, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის თაობაზე დასმულ კითხვას.

როგორც თალაკვაძემ განაცხადა, “ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმა განახორციელა და საქართველოს დღეს ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული, ევროპული ტიპის კონსტიტუცია აქვს.

“საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ჩვენ სწორი პრინციპები და დებულებები მივიღეთ, რაც ვენეციის კომისიამაც დაადასტურა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე მიიღო. პროექტის მიხედვით, პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების საფუძველზე, პარლამენტის წევრთა მანდატები იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომელიც ხმების 2%-ს მიიღებს. საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება, ხოლო ე.წ. გაუნაწილებელი მანდატები უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებს დარჩება. ამავე ცვლილებებით, მიმდინარე და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა რაოდენობა ოთხზე ნაკლები არ უნდა იყოს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო