გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის აცილებას ითხოვენ

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორები გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილის აცილებას ითხოვენ. აღნიშნული შუამდგომლობა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე დააყენა. როგორც პროკურორები განმარტავენ, მოსამართლემ გასულ სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალის კვალიფიკაციას არ ეთანხმებოდა, რითაც მისი საქმისადმი დამოკიდებულება გამოვლინდა.

ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ მოსამართლე კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის დისკრედიტაცია მოახდინა და მიუკერძოებლობის პრინციპი დაარღვია.

პროკურორების თქმით, დაზარალებულის უფლებამონაცვლემ პროკურატურაში განცხადება შეიტანა, ვინაიდან ისინი მოსამართლის დამოკიდებულებასთან დაკავშირებით

პრეტენზიას გამოთქვამენ.

დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთახნმა. როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, ბრალდების მხარის გაღიზიანებმა მათმა შესავალმა სიტყვამ გამოიწვია. ამასთან, დაცვის მხარის განმარტებით, თუკი, პროკურორებს მოსამართლის აცილების შუამდგომლობის დაყენება სურდათ, ეს დაუყოვნებლივ უნდა მოეხდინათ.

მოსამართლე გოგა კუპრეიშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, მხარემ შუამდგომლობა დაუყოვნებლივ უნდა დააყენოს. როგორც მან აღნიშნა, "ცოტა გაკვირვებულია, რომ მოსამართლეს ამაზე მსჯელობა უწევს".

„მოსამართლეს ესაუბრებით, რა ქნა დაზარალებულმა და სად შეიტანა განცხადება. რა საინტერესოა დაზარალებულის მოქმედება დღეს, საქმის არსებითი განხილვის პროცესზე მოსამართლისთვის, როცა ის მხარეს არ წარმოადგენს? ცოტა უხერხული ხომ არ არის მოსამართლის ასე ესაუბროთ, თუ საჭიროა, დისციპლინურად მივმართავთო, კი ბატონო, ეს თქვენი უფლებაა და წარმატებასაც გისურვებთ. ცოტა არ იყოს, მეჩვენება, რომ ამ პროცესისთვის საერთოდ არ ხართ მზად და აბსოლუტურად უსაფუძვლო განაცხადით ცდილობთ მოსამართლის აცილებას. თითქოს, მოსამართლეს პროცესი დისციპლინური გადაცდომის ფარგლებში წარუმართავს, მაშინ როცა მთელი პროცესი გაძლევდით შენიშვნას, რომ ადვოკატისთვის საუბარი გეცლიათ, საუბარი, ახლაც არ აცდით ადვოკატს საუბარს, რაც დაუშვებელია. ჩვენ ვართ იურისტები, გვიყურებენ ნაფიცი მსაჯულები, ჩვენ უნდა ვიყოთ ამ ქვეყანაში გარანტი მართლმსაჯულების სწორად წარმართვის", - განაცხადა მოსამართლემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო