ნიკა მელია - ჩემთვის პარლამენტი, როგორც ასეთი, არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს მანდატს

ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს - ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, ეს ახლა უმნიშვნელოა”, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, მანდატის დატოვება პანაცეა არ არის.

„​არაფერ შუაშია ახლა წინა პლანზე წამოწევა, პარლამენტის წევრები დატოვებენ თუ არა მანდატს დღეს, ხვალ თუ ზეგ. ადრე თუ გვიან, ყველა დატოვებს, მაგრამ ეს უმნიშვნელოა ახლა.

გეუბნებით, ამ წუთის მდგომარებით, მივემართებით სხვადასხვა ქალაქში, ჩემთვის ეს საკითხი დახურულია, ჩემთვის პარლამენტი როგორც ასეთი არ არსებობს.

ჩემთვის, მანდატით იქნება დეპუტატის თავდადება ნამდვილ სახალხო მღელვარებასა და ბრძოლაში თუ მანდატის გარეშე, უმნიშვნელოა. მანდატის დატოვებაც არ არის პანაცეა, ხომ?! ამაზე არ ვსაუბრობთ, უმნიშვნელოა. ფორმალურად ჯერ კიდევ უდევს მანდატი ვინმეს ჯიბეში, თუ არ უდევს, რა მნიშვნელობა აქვს“,- განაცხადა ნიკა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა