შალვა პაპუაშვილი - არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ მოვუწოდებ, რომ ბოდიში მოუხადონ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, მაგრამ იქნებ მადლობა მაინც გადაუხადონ ამ არჩევნებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციებს აღარ მოვუწოდებ, რომ ბოდიში მოუხადონ ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს, მაგრამ ბოდიშს თუ არ მოუხდიან, იქნებ მადლობა მაინც გადაუხადონ ამ არჩევნებისთვის, - ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაციებს „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მიერ გუშინ გავრცელებული განცხადება ოპოზიციისთვის კვერის დაკვრა იყო.

პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ „ოპოზიცია ცდილობს იგივე კინო გვაჩვენოს, რაც შარშან უკვე ვნახეთ“.

"ახლაც გვესმის საუბარი ბათილ ბიულეტენებზე და ბოლო ორი დღე არის ცდილობენ ამით სპეკულირებას, რომ თითქოს ბათილი ბიულეტენები არის ბევრი, არადა სინამდვილეში საერთო ჯამში არის 3% ბათილი ბიულეტენების, რაც ჩვეულებრივი სტატისტიკა გახლავთ. პირველ ტურში ბათილი იყო 3,4%, შარშან საპარლამენტო არჩვენების დროს იყო 3,3% და ასე არის სხვა დროსაც.

ეუთო/ოდირმაც აღნიშნა, რომ გადათვლის პრაქტიკა არის ძალიან კარგი. 201 უბანი გადაითვალეს უკვე რაც არის 11% უბნებისა და ვნახეთ, რომ ამ გადათვლის შედეგად თბილისში კახა კალაძეს დაემატა 12 ხმა, ხოლო ნიკა მელიას დააკლდა 10 ხმა და საერთო ჯამში ეს სხვაობა არის 0,005%. ამიტომ საუბარი იმაზე, რომ დათვლის პროცესში იყო რაიმე უზუსტობები არის ზედმეტი. იგივე სიტუაციაა სხვა ქალაქებშიც. ეს რეალობა არაფერი იქნებოდა და იქნებოდა პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი, რომ არა სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან კვერის დაკვრა ოპოზიციისთვის, რაც ჩვენ ვიხილეთ შარშანაც.

გუშინ ჩვენ ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის განცხადება, რომელსაც 16 ორგანიზაცია აწერს ხელს მათ შორის, „სამართლიანი არჩევნები“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობაც“ და ამ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თითქოს ფინანსური უპირატესობა ჰქონდა მმართველ პარტიას, არადა სინამდვილეში ჩვენ ამას ვამბობდით, რომ პირველი ტური არც კი უწარმოებია „ნაციონალურ მოძრაობას“. არც ბანერს აკრავდა, არც რეკლამას ყიდულობდა ტელევიზიაში. რა ვნახეთ მეორე ტურის წინ? ჩახედეთ ანგარიშებს და ნახავთ „ნაციონალურ მოძრაობამ“ 200 ათასი ლარი დახარჯა მხოლოდ ფასიან სატელევიზიო რეკლამაში, მაშინ როდესაც, „ქართულ ოცნებას“ 20 ათასიც არ დაუხარჯავს. აღნიშნულ დასკვნაში ასევე, ვკითხულობთ, რომ თითქოს ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის ფაქტობრივად წაიშალა. მათი ეს განცხადება კომიკური რომ არ იყოს გავატარებდით, მაგრამ უნდა შევახსენოთ, რომ არათუ ზღვარი წაიშალა, ეს ზღვარი არც არსებობდა. „ქართული ოცნების“ დაკომპლექტებულია საქართველოს მთავრობა - ასე რომ ამაზე საუბარი საერთოდ ზედმეტიც არის.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია, როდესაც ამ განცხადებაში არასამთავრობო ორგანიზაციები აანონსებენ თითქოსდა სამოქალაქო დაპირისპირებას. ჩვენ ამ ორგანიზაციებს არაერთხელ მოვუწოდეთ ბოდიში მოეხადათ ქალბატონი თამარ ჟვანიასთვის და ამ ორგანიზაციებმა, თითქმის ჩაშალეს პრეზიდენტთან არსებული კომისიის მუშაობა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარეს ვირჩევდით, მათ ჩაშალეს საკონსტიტუციო საბჭოს მუშაობა ცესკოსთან, რომელიც არსებობდა და საბედნიეროდ მმართველი პარტია აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე და ცესკოს თავმჯდომარეც ავირჩიეთ და მათ შორის, ცესკოს წევრებიც. მე მათ აღარ მოვუწოდებ, რომ ბოდიში მოუხადონ გიორგი კალანდარიშვილს იმის გამო, რომ მათ მოახდინეს მისი დისკრედიტაცია, მაგრამ ბოდიშს თუ არ მოუხდიან, იქნება მადლობა მაინც გადაუხადონ ამ არჩევნებისთვის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა