ზამთრის სეზონისთვის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ მარკეტინგულ კამპანიებს იწყებს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მიზნობრივი ტურისტული ბაზრებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდის მიზნით ონლაინ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანია მსოფლიოს უდიდეს მედია და სამოგზაურო პლატფორმებს მოიცავს: CNN, National Geographic, Expedia, Vogue, Conde Nast Traveler, TimeOut-, Wego, AD.

„მასშტაბური კამპანიის ფარგლებში მსოფლიოში უდიდესი მედია პლატფორმების ვებ-გვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ ვიდეორგოლები, ფოტო რეპორტაჟები, სტატიები და სარეკლამო ბანერები განთავსდება. კამპანია აღნიშნული პლატფორმების სოციალურ ქსელებსაც მოიცავს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn.

სამიზნე ტურისტული ბაზრები ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არსებული კოვიდ რეგულაციებისა და ავიარეისების მიხედვით შეარჩია. სარეკლამო კამპანია შემდეგ ქვეყნებში იმართება: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიერობი, ისრაელი, პოლონეთი, ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია ,გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, აშშ.

კამპანიის ფარგლებში შერჩეულ ქვეყნებში საქართველოს ზამთრის კურორტების, ბუნების, კულტურის, ქართული სამზარეულოს, ღვინის, ეკო პროდუქტებისა და სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაცია მოხდება, რომელსაც ათობით მილიონი ინტერნეტმომხმარებელი გაეცნობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურისტული ნაკადების გაზრდას. კამპანია ნოემბრიდან იწყება და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა