ხატია დეკანოიძე - ჩემი  პოზიციაა, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას

ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, პარტიისა და ფრაქციის ყველა წევრი გუნდური თამაშის მონაწილე უნდა იყოს.

“ვიზიარებ სააკაშვილის წერილის შინაარს. მე და ჩემი მეგობრები ორი თვეა ველზე ვართ, პარლამენტში ბოიკოტი გვაქვს გამოცხადებული. პროცედურულ საკითხებზე გულწრფელად გეტყვით არ გვიმსჯელია, ეს გუნდურად უნდა გადაწყდეს. მათ შორის, ყველა ადამიანი ვინც არის პარტიაში და ფრაქციაში უნდა იყოს გუნდური თამაშის მონაწილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვართ გუნდი და ჩვენთვის უპირველესი საკითხი უნდა უნდა იყოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამისთვის ყველანაიარ ბერკეტს გამოვუყენებთ.

ჩემი უშუალო პოზიცია არის, რომ საკრებულოს წევრები უნდა იყვნენ საკრებულოში და ყველა მიმართულებით გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები, თუმცა საბოლოოდ გუნდურად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

ვიმეორებ, რეჟიმის პირობებეში რაც გვაქვს ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ. ახლა მთავარი საკითხი არის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება, არა იმაზე საუბარი თუ ბოიკოტურ პარლამენტში ვინ უფრო ადრე დაწერს განცხადებას მანდატის შეწყვეტასთან დაკავშირებით. მე გამოვიყენებ ყველა ბერკეტს რაც მისი თავისუფლებისთვის იქნება აუცილებელი”, - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა