ხატია დეკანოიძე - არჩევნების შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება, რომ ვნახო მიხეილ სააკაშვილი - ერთადერთი, რაც ახლა ძალიან მაწუხებს, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლების საკითხი

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი მოსანახულებლად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე მივიდა.

როგორც დეკანოიძემ მიხეილს სააკაშვილთან შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია და ის სამოქალაქო კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

ამასთან, მისივე თქმით, სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და მთელი საზოგადოებრივი რესურსი ამაზე უნდა იყოს მიმართული.

„არჩევნების შემდეგ პირველად მეძლევა საშუალება, რომ ვნახო მიხეილ სააკაშვილი. ერთადერთი ახლა რაც ძალიან მაწუხებს, არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თავისუფლების საკითხი. ის უნდა იყოს ჯანმრთელად და მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა უნდა მოხდეს, ასევე ის უნდა გათავისუფლდეს. გარდა იმისა, რომ უნდა მოვინახულო, ვისაუბრებთ იმაზე, რომ ჩვენ გვექნება პერმანენტული პროტესტი.

ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ აუცილებელია საზოგადოების მხრიდან ზეწოლა და პროტესტი იმაზე, რაც არჩევნებზე ჩაიდინეს, როგორი მიტაცებულიც არის სახელმწიფო. უნდა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, ახლა მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე არის უპირველესი საზრუნავი, ამიტომ მთელი ჩვენი ადამიანური რესურსი უნდა იყოს აქეთ მიმართული. სხვა საკითხების წამოწევა ჩემთვის ცოტა გაურკვეველია, იმიტომ, რომ რეალურად ადამიანი უკვე 33-ე დღეა შიმშილობს, არ გადაჰყავთ სამოქალაქო კლინიკაში, რაც პირდაპირ მისი უფლებების დარღვევა”, - განაცხადა დეკანოიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა