მიხეილ დაუშვილი „ოცნებას“ - თქვენ დაამარცხეთ არა „ნაცმოძრაობა“, არამედ საქართველოს მოქალაქეები, ისმის კითხვა, ამ მწარე რეალობაზე პასუხისმგებელი ვინ არის?!

თქვენ დაამარცხეთ არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ საქართველოს მოქალაქეები, კიდევ ერთხელ ისმის კითხვა, აი ამ ყველაფერზე, ამ მწარე რეალობაზე პასუხისმგებელი ვინ არის დღეს?!" - ასე მიმართა პარტია "საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა "ქართულ ოცნების" წევრებს პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

დაუშვილის თქმით, მმართველი პარტია საუბრობს ეკონომიკურ რეფორმებზე, ფასების დასტაბილურებასა და ლარის კურსის გამყარებაზე, თუმცა ამის კონკრეტული გეგმა არ აქვთ.

"ეს არჩევნები დამთავრდა - ბოლო რამდენიმე თვეა, რომ არ გაგხსენებიათ ადამიანები, დღეს რომ გვესაუბრებით, რომ ეკონომიკური რეფორმები უნდა გავატაროთ, გეგმა სად გაქვთ? იმის ნაცვლად, რომ გვეუბნებოდეთ, რომ რაღაც ეკონომიკური რეფორმები უნდა გავატაროთ, უმუშევრობა უნდა შევამციროთ, ფასები უნდა დავასტაბილუროთ, ლარის კურსი უკეთესი უნდა გავხადოთ და ა.შ. გეგმა სად გაქვთ? გავიგეთ, რომ ეს გინდათ, მაგრამ კონკრეტული გეგმა, კონკრეტული ნაბიჯები სად არის, ის, რაც მოქალაქეზე იქნება ორიენტირებული?" - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ბოლომდე დაივიწყა მოქალაქეები, საერთოდ არ ახსოვდა ადამიანი და ზრუნავდა მხოლოდ ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

„ სიმართლე არის ის, რომ ეს ბოლო თვეები თქვენ ზრუნავდით მხოლოდ თქვენი ვიწრო პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე. ბოლომდე ააღორძინეთ და გააძლიერეთ „ნაციონალური მოძრაობა“, სრული რეაბილიტაცია მოახდინეთ „ნაციონალური მოძრაობის“, რომელიც წლის დასაწყისში, თქვენივე სიტყვებით რომ ვთქვათ, რადარებიდან იყო გამქრალი და მთელი ეს თვეები ასევე მოახმარეთ იმას, რომ გვებრძოდით კონკრეტულად ჩვენ. აი ეს იყო თქვენი ამოცანა, ძალაუფლების შენარჩუნება ყველაფრის ფასად და ოპონენტების განადგურება. ასევე, გვესაუბრებით სიძულვილის ენა დავივიწყოთო და გვერდით გადავდოთო და რომელი სიძულვილის ენა?! - რომელი ენითაც მთელი ეს პერიოდი გვესაუბრებოდით? საქმეზე გადავიდეთო, რომელ საქმეზე?!- მთელი ეს თვეებია და განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდი რომ უბინძურეს პროპაგანდაზე გქონდათ აწყობილი?" - განაცხადა დაუშვილმა.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ იყო სამართლიანი, არც თავისუფალი და არც კონკურენტიანი, რადგან ადამიანებს რეალური არჩევანის საშუალება წაართვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა