ლევან დავითაშვილი - გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის

გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტზე, დღეს, მიმდინარეობს ტყის და მიწათსარგებლობის დეკლარაციის ინიცირება, რომელიც ბრიტანეთის მთავრობის მიერაა წარმოდგენილი და რომელზეც საქართველომ დაადასტურა შეერთების მზაობა და წარადგინა ნოტიფიკაცია. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეორნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი.

„გლაზგოში მიმდინარე კლიმატის ცვლილების 26-ე სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია გლობალურ ურთიერთობებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესისთვის“, - განაცხდა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ხაზი გაუსვა საქართველოს ტყეების დაცვის აუცილებლობას და ემისიების შთანთქმის უნარის გაძლიერების ხელშეწყობის მნიშვნელობას.

„აღსანიშნავია, რომ გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე სამიტის ფარგლებში (COP26), საქართველო უკვე მიუერთდა აშშ-ის ინიციატივას მეთანის ემისიების შეზღუდვასთან დაკავშირებით; ასევე, ინიციატივას „ინოვაციები სოფლის მეურნეობაში კლიმატის ცვლილების დასაძლევად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა