სემეკ-ის წევრად წარდგენილი გიორგი ფანგანის ასარჩევად პლენარულ სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად, ფანგანი 80 ხმით აირჩიეს

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის წევრად წარდგენილი გიორგი ფანგანის ასარჩევად პლენარულ სხდომაზე ხელახალი კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგად, ფანგანი 80 ხმით აირჩიეს.

როგორც ითქვა, პირველი კენჭისყრის დროს, რომლის შედეგად ფანგანის კანდიდატურა ჩავარდა, სამი დეპუტატის: კახა კახიშვილის, ხათუნა კვიციანისა და ნიკოლოზ სამხარაძის ხმები ელექტრონულ სისტემაში არ აისახა.

სემეკის წევრის ასარჩევად 76 ხმა არის საჭირო. კენჭისყრის მიხედვით კი, ფანგანს კანდიდატურას ხმა 75 დეპუტატმა მისცა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს