მიხეილ სააკაშვილი - 30-ში საარჩევნო რევოლუცია მოხდა, ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურზე საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა.

როგორც სააკაშვილის მორიგ გზავნილში აღნიშნავს, ახლა წინ „პოსტსაარჩევნო რევოლუცია“ გვაქვს.

„30-ში საქართველოში საარჩევნო რევოლუცია მოხდა - ხალხმა საარჩევნო ყუთებთან ავტორიტარიზმი დაამარცხა. ახლა წინ პოსტსაარჩევნო რევოლუცია გვაქვს, რომელიც საარჩევნო რევოლუციის შედეგებს გააფორმებს!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება