საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ერიკა ოლსონი საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა, - ინფორმაციას სომხეთში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი რეგიონული თანამშრომლობის განვითარება და ორმხრივი საკითხების განხილვაა.

ერევანში ყოფნისას ერიკა ოლსონი სამხრეთ კავკასიის რეგიონში აშშ-ის მისიების ხელმძღვანელთა კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 2-4 ნოემბერს იმართება.

კონფერენციას დაესწრებიან აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი სომხეთში ლინ ტრეისი და აშშ-ის ელჩი აზერბაიჯანში ლი ლიცენბერგერი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო