მერაბ კობიაშვილის ადვოკატი - ბრალდების მხარე ცრუ მოწმის იმედზეა დარჩენილი

გუდაურში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, მოწმე, რომელიც დღეს სასამართლოში დაიკითხა, მატყუარაა.

როგორც კაკაბაძე განმარტავს, აღნიშნული პირი 4-ჯერ არის გამოკითხული და ის ყოველ ჯერზე გამოძიებას არასწორ ინფორმაციას აწვდიდა.

"დღეს დაიკითხა ბრალდების მხარის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რომელიც დაზარალებულად არის ცნობილი. ეს არის უკიდურესად არადამაჯერებელი, ცრუ მოწმე, რომელმაც არასწორი ინფორმაცია მიაწოდა როგორც საგამოძიებო ორგანოს, ასევე სასამართლოს. აღნიშნული მოწმე 4-ჯერ არის გამოკითხული. ერთ-ერთი გამოკითხვის ოქმში ის უთითებს, რომ უცხო პიროვნება მასთან მივიდა, ფული სთხოვა, აღნიშნულზე მან უარი განუცხადა, შემდეგ ის სცემეს, 300 ლარი წაართვეს, შემდეგ ის სახლში წავიდა და რა მოხდა საერთოდ არ იცის. შემდეგ იგივე მოწმე სხვა გამოკითხვაში ამბობს, უცხო პირი კი არ მოვიდა, მერაბ კობიაშვილი იყო, მას ფული საერთოდ არ უთხოვია და არ წაურთმევიაო, სახლში კი არ წავედი, მერაბ კობიაშვილის ცემა გავაგრძელე სხვა ბიჭებთან ერთადო. ბრალდების მთავარი მოწმე, რომელიც უდანაშაულო ადამიანს ყაჩაღობას აბრალებს, ფაქტებს იგონებს, ტყუილ ინფორმაციას აწოდებს საგამოძიებო ორგანოს, ასეთი ცრუ მოწმის იმედზეა ბრალდების მხარე დარჩენილი. როგორ შეიძლება ნაფიცმა მსაჯულებმა ამ მატყუარა მოწმეს დაუჯერონ და დააიგნორონ ის უტყუარი მტკიცებულებები, რომელითაც უტყუარად მტკიცდება მერაბ კობიაშვილის სრული უდანაშაულობა",- განაცხადა კაკაბაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო