გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ისაუბრა, როგორ ცემა ის ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა

გუდაურში 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დღეს დაკითხულმა ერთ-ერთმა მთავარმა მოწმემ ისაუბრა, თუ როგორ ცემა ის ბრალდებულმა მერაბ კობიაშვილმა.

ყაზარაშვილის თქმით, მოწმის ჩვენება საქმეში არსებულ ვიდეომტკიცებულებებს ემთხვევა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მიხეილ უნდილაშვილის დაკითხვა დაიწყო, რომელიც ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. ამ მოწმემ ისაუბრა იმ ფაქტებზე, თუ როგორ ცემა მერაბ კობიაშვილმა, როგორ გაიყვანა ისეთ ადგილზე, სადაც ადამიანები არ იყვნენ, ე.წ. გარაჟებთან და როგორ გაუსწორდა ფიზიკურად. აღნიშნულის შემდეგ მიხეილ უნდილაშვილი და მისი რამდენიმე მეგობარი, მათ შორის, გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილი ფიზიკურად უსწორდებიან მერაბ კობიაშვილს, თუმცა, ისინი კობიაშვილს ორჯერ გაუსწორდნენ. პირველად, მას სამი პიროვნება გაუსწორდა, ხოლო მეოთხე პიროვნებამ ხელი მოუქნია. სხვა ეპიზოდებში ის კობიაშვილს და დანარჩენ პირებს აშველებდა. მერაბ კობიაშვილს მეორედ უკვე მიხეილ უნდილაშვილი და თამაზ გორთამაშვილი ცემდნენ. გარდა ამისა, მერაბ კობიაშვილი მკვლელობის მომენტამდე არ უცემიათ. რაც შეეხება მკვლელობის მომენტს, მიხეილ უნდილაშვილმა ნახა საზარელი ვითარება, როცა დავით სეთურიძე ძირს დაგდებული, დაჭრილი იყო., იქვე თამაზ გორთამაშვილი იყო დაგდებული. დაცვის მხარემ შეიძლება სხვადასხვა გარემოებებზე დაიწყოს აპელირება მიხეილ უნდილაშვილთან დაკავშირებით, თუმცა, ჩვენ მის დაკითხვას ვიდეოჩანაწერების გამოკვლევასთან ერთად გავდივართ, მისი ჩვენება სრულ თანხვედრაშია იმ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელიც ჩანაწერებშია. ყველა გარემოება, ფაქტი, რომელსაც უნდილაშვილი სასამართლოში გადმოსცემს, სიმართლეა. რაც შეეხება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, ამაზე უნდილაშვილმა ისაუბრა, გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ მან გამოძიებას არასწორი ინფორმაცია მიაწოდა, როგორც ის განმარტავს, ეს გარემოება გამოწვეული იყო პირველი ადვოკატის მიერ მისთვის გაწეული კონსულტაციის შედეგად",- განაცხადა ყაზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს ბრალი მკვლელობის, მკვლელობის მცდელობისა და ძალადობისთვის აქვს წარდგენილი.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

მერაბ კობიაშვილი გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების გარეშეა დატოვებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო