მიხეილ სააკაშვილი - ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო

ახლა მთავარია თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ყველგან ისინი უნდა გავხსნათ. აქაც, ციხესთან თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი. ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გზავნილში წერს, რომელიც ბათუმში საპროტესტო აქციაზე გააცნეს საზოგადოებას.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი არჩევნებზე დიდი უპირატესობით დამარცხდა, რაც მთელმა საქართველომ იცის, მაგრამ მთავარია ეს ბრძოლა გამარჯვებამდე მიიყვანონ.

,,მოგესალმებით გამარჯვებულ ბათუმს, მოგესალმებით კოალიციურ ერთობას. ახლა საქართველოს გადარჩენისთვის ბრძოლაში უკან დასახევი ყველა გზა ჩახერგილია და სამშობლოს გადარჩენას ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ყველა უნდა გაერთიანდეს. ისინიც კი, ვინც მიმდინარე პროცესებს თვალს გვერდიდან ადევნებდნენ. თქვენ ივანიშვილი დიდი უპირატესობით უკვე დაამარცხეთ, რაც მთელმა საქართველომ და საერთაშორისო დამკვირვებელმა იცის, ახლა ეს ბრძოლა გამარჯვებამდე უნდა მივიყვანოთ. თავისუფლების კვარტალი თქვენი მოგონილია, ესაა თქვენი თვითმყოფადი, დამოუკიდებელი განწყობის ქალაქი. ახლა მთავარია თავისუფლების კვარტლად მთელი საქართველო ვაქციოთ და სადაც თავისუფლებისთვის ვიბრძვით ისინი უნდა გავხსნათ. აქაც, ციხესთან თავისუფლების კვარტალმა უნდა გამიხსნას დილეგის კარი, ღმერთი ისე ნამდვილად არ მომკლავს, რომ ერთხელ გამარჯვებული ბათუმის ბულვარში თავაწეულმა არ გავიარო. დროშა რომელიც ბათუმში მაღლა ფრიალებს, არასოდეს უნდა დაეშვას“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა