ბადრი ჯაფარიძე - უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას

უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით თქვენი ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც დამთავრდება სამართლიანობის აღდგენით, ხმების დაბრუნებით და გამარჯვებით , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ბათუმში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, უდიდეს წარმატებას, რომელსაც კოალიცია ჰქვია, კიდევ უფრო დიდ წარმატებად აქცევენ და მხოლოდ ერთობით შეიძლება, როგორც ადმინისტრაციული რესურსის, ასევე კრიმინალების წინააღმდეგობის გადალახვა.

„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი, დემოკრატიული წინააღმდეგობის ფრონტისთვის. ეს ფრონტი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს საერთო ღირებულებები და მიზნები, ამ უდიდეს წარმატებას, რომელსაც კოალიცია ჰქვია, კიდევ უფრო დიდ წარმატებად გადავაქცევთ. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია ერთობით გადავლახოთ ყველანაირი ადმინისტრაციული რესურსის, კრიმინალების წინააღმდეგობა, თქვენ ეს შეძელით და ახლა უნდა გავაფორმოთ. უნდა ვიყოთ მზად ხანგრძლივი, მაგრამ აუცილებლად წარმატების მომტანი წინააღმდეგობის ფრონტისთვის, ყველგან სადაც წაგვართვეს წარმატება. უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით თქვენი ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც დამთავრდება სამართლიანობის აღდგენით, ხმების დაბრუნებით და გამარჯვებით“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.12.2021
პაატა დავითაია - საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები ემთხვევა - ბარიერის დაწევა აუცილებელია ქართული დემოკრატიის განვითარებისთვის
Colliers MMS გაფართოებული საინვესტიციო პორტფელი და ახალი შეთავაზება სამშენებლო სექტორს
სამშენებლო კომპანია „მეგა ჰოლდინგი“ მეგა საახალწლო აქციას აანონსებს: ყველა ბინა საჩუქრით
შეიძინე ბინა წინასწარი შენატანის გარეშე - შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“