თაკო ჩარკვიანი - ბატონო პრეზიდენტო, სტრატეგიული შეცდომა იქნება შიმშილის გაგრძელება, პუტინის გეგმა არ უნდა შესრულდეს, შეწყვიტეთ შიმშილი - დაიწყო ბრძოლა, არ მოგასვენებთ ხელისუფლებავ

სამშობლოს გაყიდვა რომ კაცს შეუძლია, ის ყველაფერზე წავა. ბელორუსის უშიშროებასთან რომ ხელშეკრელებას დადებს ოკუპირებული ქვეყანა, იმის ხელისუფლება გამყიდველია , - ამის შესახებ რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას პუტინის პირადი პატიმარი უზის ციხეში.

„უპირველესი მოთხოვნაა, გადაიყვანონ ჯერ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც ელემენტარულად სული უნდა მოითქვას. მასთან გუშინ საუბრის შესაძლებლობა მქონდა. ის სხარტი ლიდერია, მაგრამ ის სიკვდილამდე ასეთი იქნება, რადგან თავდადებულია. ის არ გამოიყურება კარგად და ვაი თქვენ პატრონს, ხელისუფლებავ, თუ გგონიათ, რომ მესამე პრეზიდენტის სიკვდილს და პრეზიდენტების სასიკვდილო სახელს დავარქმევთ ჩვენს სამშობლოს“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

ამასთან, თაკო ჩარკვიანმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტის თხოვნით მიმართა და მან შიმშილის გაგრძელება სტრატეგიულ შეცდომად შეაფასა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ეს არის ბრძოლა ბოლომდე და ყველა ნაბიჯზე უნდა იყოს მსგავსი კერა.

“არ იშიმშილოთ-მეთქი ამ ტიპის ლიდერებს არ ეუბნებიან, მაგრამ ახლა ბატონო პრეზიდენტო, სტრატეგიული შეცდომა იქნება შიმშილის გაგრძელება, პუტინის გეგმა არ უნდა შესრულდეს. ამ ტიპის ენერგეტიკის ლიდერები ბრძოლას იგებენ. თქვენ წარმოიდგინეთ ბრძოლაში განადგურებული მხედართმთავრით. როგორ უნდა მოიგოს ბრძოლა ოკუპირებულმა ქვეყანამ. შეწყვიტეთ შიმშილი. თქვენი მომხრეების თხოვნით. ეს არ არის მხატვრული ტექსტი, ეს არის მოთხოვნა. თქვენ არ გესწავლებათ, რომ სტრატეგიული შეცდომა არ უნდა დაუშვათ. მაშ ასე, დაიწყო ბრძოლა ყოველდღე. არ მოგასვენებთ ხელისუფლებავ. ვერ შეირგებთ ხელისუფლებას, გამორიცხულია", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
Samsung-მა უახლესი Galaxy S23 სერია წარადგინა
GM PHARMA-ს ხარისხის კონტროლისა და მიკრობიოლოგიური ლაბორატორიების აღიარება
„ბიზნეს დიალოგი“ – „ლიბერთის“ ინიციატივა რეგიონებში
Mastercard, USAID და საქართველოს ფინტექ ასოციაცია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის Tap on Phone პროექტს წარადგენენ
თბილისში „სიმეტრიას“ მიერ განვითარებული საერთაშორისო ბრენდის ახალი სასტუმრო - Holiday Inn Express Tbilisi Avlabari გაიხსნა
იოსებ კეჭაყმაძის საკომპოზიტორო შემოქმედება და ფონდი „ქართული გალობა“
ექსპერტიზის ბიურო მომსახურების განახლებულ ტარიფებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება