ლევან ხაბეიშვილი - მდინარაძემ თქვა, სააკაშვილი 41-ე დღეს თუ არ გარდაიცვლება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებაო, როგორ არ მინდა, გარბოდეთ და ქართველი ხალხი მოგდევდეთ

დღეს მდინარაძემ თქვა, სააკაშვილი 41-ე დღეს თუ არ გარდაიცვლება, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებაო, როგორ არ მინდა, რომ გარბოდეთ და ქართველი ხალხი მოგდევდეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

ხაბეიშვილის განცხადებით, მმართველი გუნდის წევრებს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტყვედ ჰყავთ აყვანილი და თუ ასე გააგრძელებენ, ქართველი ხალხი მძევლად ბიძინა ივანიშვილს აიყვანს.

,,ვპირდები ღარიბაშვილს და ივანიშვილს, რომ აქ შევიკრიბებით და ათიათასობით ადამიანი მოითხოვს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას. მინდა მივმართო და გავაფრთხილო ღარიბაშვილსაც და ბიძინა ივანიშვილსაც - თქვენ ტყვედ გყავთ აყვანილი მიხეილ სააკაშვილი, თუ ასე გააგრძელებთ ქართველი ხალხი აიყვანს მძევლად ბიძინა ივანიშვილს. ეს ბრძოლა იქნება უკომპრომისო, დღეის შემდეგ მშვიდად ვერ გადაადგილდებით ვერც ღარიბაშვილი, ვერც კობახიძე, ვერც ზურაბიშვილი და ოლიგარქი ივანიშვილი. ხვალ უნდა ვიყოთ უფრო მეტნი, ზეგ კიდევ უფრო მეტნი და საბოლოო ჯამში, აქ მოიყრის თავს სრულიად საქართველო. მოვითხოვთ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას, სააკაშვილის ლანდისაც ეშინია ხელისუფლებას, რომ არ დაინახოს ვერავინ არ უტარებენ სასამართლოს და ხმას არ აგონებენ არავის.

დღეს მდინარაძემ თქვა სააკაშვილი 41-ე დღეს თუ არ გარდაიცვლება სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებაო, როგორ არ მინდა, რომ გარბოდეთ და ქართველი ხალხი მოგდევდეთ, ეს ბრძოლა დამთავრდება ქართველი ხალხის გამარჯვებით. მიშა, გამხნევდი მეგობარო, მთავარსარდალო, შენ არ ხარ მარტო და შენს გვერდით არის ყველა პატრიოტი“, - აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა