თენგიზ ცერცვაძე - ანტივაქსერობის არ იყოს, ანტირემდესივირული განწყობებიც არსებობს, ბევრი კლინიკა არ იყენებს „რემდესივირს“ და პაციენტების უფლებებს ლახავენ

ანტივაქსერობის არ იყოს, ანტირემდესივირული განწყობებიც არსებობს. ბევრი კლინიკა დღემდე არ იყენებს „რემდესივირს“ და ამით ისინი პაციენტების უფლებებს ლახავენ, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ამ პრეპარატს ბევრი კლინიკა არ იყენებს, რაც ცერცვაძის შეფასებით, პაციენტის უფლებების შელახვაა.

„ეს პრეპარატი არ არის პანაცეა, ეს არ არის 100%-იანად ეფექტური, მაგრამ სწორად გამოყენებული, მხედველობაში მაქვს პირველი ერთი კვირის მანძილზე, როდესაც ვირუსი ჯერ კიდევ მრავლდება ორგანიზმში, ის საკმარისად ეფექტურია და რაც დრო გადის, მეტი კვლევა იდება, რომ ის აუმჯობესებს დაავადების მიმდინარეობას, ამოკლებს გამოჯანმრთელებას და რაც მთავარია, ამცირებს სიკვდილობას. სულ უფრო ნაკლები სკეპტიკოსი რჩება მსოფლიოში, თითზე ჩამოსათვლელი და სამწუხაროა, რომ საქართველოში, ანტივაქსერობის არ იყოს, ანტირემდესივირული განწყობებიც არსებობს. ბევრი კლინიკა დღემდე არ იყენებს „რემდესივირს“ და ამით ისინი პაციენტების უფლებებს ლახავენ“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო