ნიკა მელია - არ ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც "კანონიერი ქურდი" და კრიმინალი იქნება დომინანტი, არ დაბრუნდება 90-იანი წლები - ყოფას გიტირებთ "კანონიერო ქურდებო", "კანონიერი ქურდების" ჭაჭანი ვერ იქნება

დედას გიტირებთ "კანონიერო ქურდებო", როგორც გინდათ, ისე გაიგეთ - დედას გიტირებთ, "კანონიერო ქურდებო", ვიმეორებ, დედას გიტირებთ, რადგან თქვენ პარავთ მომავალს ჩვენს ქვეყანას და სახელმწიფოს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ, ბათუმში ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას თქვა.

მელიას თქმით, საქართველოში ვერცერთი "კანონიერი ქურდი" ვერ გაიმარჯვებს.

„ვემზადებით ლავასოღლების და "კანონიერი ქურდების" დასამარცხებლად. არ ვიცხოვრებთ იმ ქვეყანაში, სადაც "კანონიერი ქურდი" და კრიმინალი იქნება დომინანტი. არ დაბრუნდება 90-იანი წლები. ყველა "კანონიერ ქურდს" სახეში სილა მოხვდება ქართველი ერისგან და ამას მე პირადად სიამოვნებით გავაკეთებ.

განა პოლიციელებმაც არ იციან, რომ კანონიერ ქურდებს ბიძინა ივანიშვილმა ძალაუფლება მისცა და თან ათანამშრომლებს სუს-თან? როდესაც პოლიციელი ხარ და ხედავ, რომ „ქართულ ოცნებას“ პარტიული აქტივი მოჰყავს, ძალადობენ და ვერაფერს აკეთებენ. პოლიციელები "კანონიერ ქურდებს" ტყვეობაში ჰყავთ აყვანილი. კრიმინალი არის დასამარცხებელი, რომელიც უკვე ხელისუფლების სახით არის წარმოდგენილი, მათ შორის ბათუმში - ვიღაც ლავასოღლი. რატომ უნდა იცოდნენ ვიღაც კრიმინალის, მოძალადის, ჩემი და თქვენი შვილების მომავლის მომპარავის სახელი და გვარი უმცროსი თაობის წარმომადგენლებმა? ვერცერთი "კანონიერი ქურდი" ვერ გაიხარებს. ლავასოღლი, ყოფას გიტირებ, პირდაპირ გეუბნები, ყოფას გიტირებ“, - აღნიშნა მელიამ.

როგორც მან აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანია კრიმინალისა და კორუფციის დამარცხება.

„74 წლის მამასთან ერთად ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად იმისთვის არ შემოვედი, რომ ვიღაც "კანონიერმა ქურდებმა" წაიღონ ამ ქვეყნის მომავალი, გამორიცხული და შეუძლებელია. კვლავ გვიწევს "კანონიერი ქურდების", კრიმინალების და კორუმპირებული ადამიანების დამარცხება. ეს გამოცდილება უკვე გვაქვს მიღებული და, სამწუხაროდ, კვლავ გვიწევს მეორე წრეზე წასვლა, მაგრამ კიდე უფრო მეტად გააზრებით ვიცით რასაც ვაკეთებთ.

ყოფას გიტირებთ "კანონიერო ქურდებო". ამ ქვეყანაში "კანონიერი ქურდების" ჭაჭანი ვერ იქნება. ჩვენ გვინდა თავისუფალ გარემოში გავზარდოთ ჩვენი შვილები და მათ უნდა ჰქონდეთ არჩევნებზე წასვლის და ხმის მიცემის შესაძლებლობა. მალე გვეზეიმოს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება და ამ ქვეყნის განვითარება მალე სახეზე გვექნება“, - თქვა ნიკა მელიამ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა