ცესკო - მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11% - გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 1830 საარჩევნო უბნიდან 201 უბნის შედეგები გადაითვალეს.გადათვლის შედეგად „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა 21 ხმა და მოემატა - 28, „ქართულ ოცნებას“ დააკლდა 10 ხმა და მოემატა - 23.

ცესკოს ცნობით, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

,,საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1-ელ ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის საბოლოო შედეგების თაობაზე. მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; „ქართულ ოცნებას“ – დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია.

დეტალური მონაცემები თითოეული საარჩევნო ოლქის მიხედვით, სადაც არჩევნების მეორე ტურის გადათვლის პროცედურები განხორციელდა, იხილეთ ბმულზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია