დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხალხის ნებამ და ძალამ უნდა შეაშინოს და დაამარცხოს "ქართული ოცნება"

პარტია „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, ხალხის ნებამ და ძალამ უნდა შეაშინოს და დაამარცხოს "ქართული ოცნება".

„იმის იმედად ყოფნა, რომ დასავლელი პარტნიორები ოდესმე დაწერენ ისეთ დასკვნას, რომ ვიღაცას გული გაუსკდება და გაიქცევა, ეს არასოდეს მოხდება. ამიტომაა დღე ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანი, ხალხის ნებამ და ძალამ უნდა შეაშინოს და დაამარცხოს "ქართული ოცნება".

ხალხი უნდა იყოს მთავარი აქტორი და ზუსტად უნდა იცოდნენ, კონკრეტულად რას სთავაზობენ, მათთვის რა შეიცვლება, რადგან მარტო სკამების, სახელების და გვარების შეეცვლით ქვეყანას არაფერი ეშველება, სიდუხჭირე არსად წავა.

ეკონომიკის ახალი მოდელია საჭირო, რაც მე არსად და არავისგან მომისმენია, სადაც ადამიანები ზუსტად დაინახავენ თავისი გამდიდრების, ცხოვრების გაუმჯობესების მექანიზმს და მერე გამოვლენ და იბრძოლებენ ბოლომდე. თორემ ის, რაც ადრე მოხდა, კრედიტებით რომ „აყვავდა“ ეს ქვეყანა და ვალებით გადაივსო, ამ შედეგებს დღეს უკვე ვიმკით“, - აცახდებს დავით ჭიჭინაძე

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო