ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილის სურვილია, დაესწროს სასამართლო სხდომებს - თუ  შეეცდებიან, რომ პროცესი დისტანციურად ჩაატარონ, ჩვენ უარს ვიტყვით

თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა, ჩვენ უარს განვაცხადებთ, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლამდე განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ სასამართლო სხდომებს დაესწროს.

“დღეს შიმშილობის 34-ე დღეა და ლოგიკურია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. აქედან გამომდინარე, მიიღო კონსილიუმმა გადაწყვეტილება, რომ ჩაეტარებინათ გარკვეული ანალიზები. რაც შეეხება სასამართლო პროცესს - ჩვენ ვხედავთ, რომ 34 დღე გავიდა ისე, რომ მიხეილ სააკაშვილს სასამართლო პროცესი არ ჩატარებულა, ანუ რეალურად მას წაართვეს თავისუფალი სასამართლოს უფლება. თუ შეეცდებიან, რომ დისტანციურად ჩაატარონ მისი სასამართლო სხდომა, ჩვენ უარს განვაცხადებთ და თუ უარს აცხადებს მიხეილ სააკაშვილი ან ნებისმიერი სხვა პირი, ვისი სასამართლო პროცესიც უნდა იყოს, შემდეგ ეს პროცესი ტარდება “ლაივში”. იმის შიშმა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ გამოჩნდეს ეკრანზე და არ მიმართოს სასამართლოს და საზოგადოებას, ამის გამო აქამდე სასამართლო სხდომა არ ჩატარებულა. მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ დაესწროს სასამართლო სხდომებს“, - განაცხადა გელხაურმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო