ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ვენისა და ბერლინის მიმართულებით დაიწყო

2 ნოემბრიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისების შესრულება ვენისა და ბერლინის მიმართულებით დაიწყო. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ავსტრიის დედაქალაქის მიმართულებით რეისები კვირაში ორი სიხშირით განახლდა. ხოლო, გერმანიის დედაქალაქის მიმართულებით, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით. აპრილიდან კი მეორე სიხშირეც დაემატება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მოქალაქეებს გერმანიასა და ავსტრიაში გამგზავრება ტურისტული მიზნითაც შეუძლიათ.

ორივე რეისის საშუალებით 660-მა ადამიანმა ისარგებლა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, განახლებული რეისის პირველ მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

აეროპორტების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, სასიხარულოა, რომ პირველივე განახლებულ რეისებზე დატვირთულობა საკმაოდ მაღალია.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა Wizz Air-მა ბარსელონას შემდეგ პირდაპირი ავიამიმოსვლა ბერლინისა და ვენის მიმართულებითაც აღადგინა. ამ ეტაპზე, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები 23 მიმართულებით სრულდება. 15 დეკემბრიდან სრულიად ახალი მიმართულება, აბუ-დაბი დაგვემატება“, - განაცხადა თამარ არჩუაძემ.ავსტრიაში ნებისმიერი მიზნით გამგზავრება საქართველოს მოქალაქეებს ევროპული და ამერიკული ვაქცინების გარდა, ჩინური ვაქცინითაც შეუძლიათ.

მოქალაქეებს საზღვარზე ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა მოუწევთ:

1. ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR-ტესტი ან ანტიგენის ტესტი (ბოლო 48 საათი)

2. ექიმის მიერ გაცემული ცნობა ვირუსის გადატანის შესახებ, ან ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (BioNTech-Pfizer, Moderna, AstraZeneca, Johnon and Johnson, BIBP-CorV–Sinopharm,Sinovac).

გერმანიიის ტერიტორიაზე დაიშვება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ჩატარებული აქვს კოვიდვაქცინის სრული კურსი. (დაშვებული ვაქცინებია Pfizer-BioTech, AstraZeneca, Moderna, Janssen (J&J). ვაქცინაციის ბოლო დოზის ჩატარებიდან გასული უნდა იყოს 14 დღე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო