ვახტანგ კალოიანი - სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს - კიდევ არის მოსალოდნელი ინფიცირების შემთხვევების ზრდა, მათ შორის  მძიმე პაციენტების და ლეტალური გამოსავლის

სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს, კიდევ არის მოსალოდნელი შემთხვევების ზრდა, მათ შორის, მძიმე შემთხვევების და ლეტალური გამოსავლის, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ მდივანმა ჯანდაცვის საკითხებში ვახტანგ კალოიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალოიანი აღნიშნავს, ინფიცირების შემთხვევების ზრდა გასაკვირი არ არის, ვინაიდან აგვისტოში პროგნოზირებდნენ, რომ ნოემბერი მძიმე იქნებოდა.

“ინფიცირების შემთხვევების ზრდა მოსალოდნელი იყო. არაფერია ამაში გასაკვირი. ჩვენ არავაქცინირებული საზოგადოება ვართ, უსაფრთხოების ზომები არ გვაქვს დაცული, შეკრებებმაც, რა თქმა უნდა, თავისი უარყოფითი როლი ითამაშა.

ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოში ვამბობდით, რომ სექტემბრის ბოლო და ნოემბერი მძიმე იქნებოდა, სამწუხაროდ, კარგი პერსპექტივა არ გვაქვს, კიდევ არის მოსალოდნელი შემთხვევების ზრდა, მათ შორის, მძიმე შემთხვევების და ლეტალური გამოსავლის. ერთადერთი გადაწყვეტა არის მასიური ვაქცინაცია, რაც ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს ყველა შესაძლო გზით. იქნება ეს გარკვეული შეზღუდვა, სტიმულაცია, იმუნიზაციის კამპანია, ე.წ. მწვანე პასპორტი და ასე შემდეგ. ყველა ზომაა მისაღები. 10 ათასამდე გარდაცვლილი გვყავს და ეს რაოდენობა, სამწუხაროდ, გაიზრდება, თუ რადიკალურად არ შევძელით ვაქცინაციის გაზრდა. ტოტალური შეზღუდვები დროებითი ზომაა და მას პრინციპულად არ აქვს ეფექტი. მნიშვნელოვანია რეგულაციების მკაცრი შესრულება და ვაქცინაცია“,- აღნიშნავს კალოიანი.

როგორც კალოიანი განმარტავს, ის ფაქტი, რომ ბოლო 24 საათში 58 291 ტესტი ჩატარდა, რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებსაც უკავშირდება, რომელიც აღნიშნულ პერიოდშია.

„ამასთან, ობიექტურადაც უნდა ითქვას, რომ ხელისუფლება ვერ ახერხებდა თვეების და წლების განმავლობაში ადეკვატური რაოდენობის ტესტების ჩატარებას, ახლა ეს პრობლემა შედარებით მოგვარებულია. ეს ნამდვილად კარგია. ადამიანებმა, რომლებმაც იციან, რომ დადებითია ტესტი, ერიდებიან გარეთ ყოფნას“, - აღნიშნავს კალოიანი.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6024 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 49 პაციენტი. ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 58 291 კვლევა ტესტით, მათ შორის 36 465 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 826 PCR ტესტით.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია