„საქსტატის“ ინფორმაციით, ოქტომბერში ბოსტნეულის ფასი 9%-ით, პურის და პურპროდუქტების - 5.5%-ით, თევზეულის - 4.2%-ით, რძის,  ყველის და კვერცხის - 3.6%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში ბოსტნეულის და ბაღჩეულის (9.0 პროცენტი), პურის და პურპროდუქტების (5.5 პროცენტი), თევზეულის (4.2 პროცენტი), რძის, ყველის და კვერცხის (3.6 პროცენტი), შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის (1.2 პროცენტი) ფასებმა მოიმატა.

ფასი შემცირდა ხილზე.

„სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.96 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (9.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (5.5 პროცენტი), თევზეული (4.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (3.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (1.2 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-1.1 პროცენტი); ტანსაცმლის და ფეხსაცმელის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.2 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (17.8 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (3.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.73 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (43.0 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (31.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (19.4 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (18.2 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (18.0 პროცენტი), თევზეული (16.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (13.0 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (11.2 პროცენტი), ხილი და ყურძენი (9.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (6.4 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6 პროცენტით, რაც 2.4 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე“, - ნათქვამია „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (28.9 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (2.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-1.3 პროცენტი);

„საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9 პროცენტიანი მატება, რაც 1.75 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (13.9 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.3 პროცენტი), წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება (4.5 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 8.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.65 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (12.7 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, - აღნიშნულია გავრცლებულ ინფორმაციაში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაცია სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა