საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში სარეკლამო მომსახურების მიზნით აუქციონს აცხადებს

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში და მის ტერიტორიაზე სარეკლამო მომსახურების მიზნით ექსკლუზიური უფლების გადაცემით აუქციონს აცხადებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს ყველა სუბიექტს, რომელსაც გააჩნია საქართველოში სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და აკმაყოფილებს აუქციონით დადგენილ კრიტერიუმებს.

აუქციონში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს აეროპორტის ტერმინალში ციფრული გამომსახველი მოწყობილობებისა და ე.წ. ლაითბოქსების განთავსება. აუქციონის ფარგლებში, ქუთაისის აეროპორტის გაფრენის დარბაზში უნდა განთავსდეს 220 კვადრატული მეტრის ლედ ეკრანი. აეროპორტის შესაბამისი აღჭურვის მიზნით, სარეკლამო მომსახურების უფლების მიმღებმა პირმა უნდა გასწიოს არანაკლებ 2 მლნ ლარის ინვესტიცია.

გამარჯვებულ კომპანიას დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში სარეკლამო უფლებით სარგებლობა 10 წლის ვადით შეეძლება.

აუქციონი 19 ნოემბერს, 17:00 საათზე დასრულდება. დეტალები იხილეთ ვებგვერდზე https://www.eauction.ge/Home/EntityAdminView/749257

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო