ნუგზარ წიკლაური - არჩევნებმა დაკარგა აზრი, რადგან მის შედეგებს არ წერს ამომრჩეველი - ისეთი რევოლუცია, როცა ბარიკადები და სროლა არსებობს, არავის სურს, არსებობს მშვიდობიანი რევოლუციებიც

არჩევნებმა დაკარგა აზრი იმ თვალსაზრისით, რომ არჩევნების შედეგებს წერს არა ის ამომრჩეველი, რომელიც საარჩევნო ყუთებთან მიდის, არამედ ის ხალხი, ვინც შემდეგ ამ შედეგებს მართლა წერს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ვითარება ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესებს სცდება.

„მთლიანობაში, ამ არჩევნებმა საბოლოოდ დაუკარგა დემოკრატიული განვითარების იმედი ჩვენს საზოგადოებას. იმ ქვეყანაში, სადაც არჩევანის გაკეთების უფლება არის წართმეული, მომავლის რწმენა ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს ხალხს. როდესაც მთავარ უფლებებს გართმევენ, ხალხი ე.წ. პირდაპირ დემოკრატიას იწყებს, რაც ნიშნავს, რომ თუ ხელისუფლება არ ამჩნევს ადამიანებს საარჩევნო ყუთებთან, ის მათ დაინახავს ქუჩებში.

რევოლუცია საარჩევნო ყუთებთან უკვე მოხდა. არსებობს მშვიდობიანი რევოლუციებიც. ისეთი რევოლუცია, როდესაც ბარიკადები და სროლა არსებობს, ცხადია, არავის სურს. ილია ჭავჭავაძის სიტყვებით გეტყვით - „სიტყვა რევოლუციამ არ შეგაშინოს მკითხველო, რევოლუციას მხოლოდ მშვიდობა მოაქვს“. იმ ვითარებაში, როდესაც ყველა ფუნდამენტური და სამოქალაქო უფლება არის უარყოფილი, ხალხს აქვს გამოსვლის უფლება.

როგორც ეშმაკისთვის სანთელია, ისე არის დიქტატურისთვის და ავტორიტარიზმისთვის ის ხალხი, რომლის ნებასაც ის უგულებელყოფს. ეს არის საერთო ეროვნული საკითხი, როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ შენი ქვეყანა კარგავს ევროპულ პერსპექტივას. ხელისუფლება უარყოფს ყველა დემოკრატიულ პრინციპს, ამიტომ ეს არის სახალხო საკითხი.

ბათუმში ხალხმა იცის, რომ ბათუმში აირჩიეს კირთაძე, ქუთაისში იციან, რომ აირჩიეს დეკანოიძე. ახლა ეს არის ხელისუფლების პრობლემა. ხალხის ამ განწყობას ვერაფერს უზამენ, ამიტომ საჭიროა დიდი აქციები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

რაც შეეხება ნიკა მელიას მოწოდებას ე.წ. კანონიერი ქურდებისადმი, რომ „ყოფას უტირებს“, წიკლაურის თქმით, კრიმინალური სამყარო ხელისუფლებასთან არის შეზრდილი.

„გავიხსენებ კალაძის სიტყვებს - „8 სულ ქურდს შემახვედრეს“. როგორი ეპითეტით საუბრობდა ის ამ კრიმინალურ სამყაროზე. ახლაც ვნახეთ, რომ კრიმინალური სამყაროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს ეს ხელისუფლება. „ნაციონალური მოძრაობა“ არასდროს გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც თბილ სიტყვებს ეტყვის ისეთ ე.წ. ინსტიტუციას, რომელიც ჩაგვრისკენ არის მომართული. „ქურდები“ რომ აქეთ არიან მომართული, ეს ცხადია.

2003 წლამდე საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ყოველ კუთხეში, სოფელში და უბანში იყო „ქურდი“, „მაყურებელი“, „ძველი ბიჭი“ და ის აწესებდა თამაშის წესებს. თუ ვინმეს არ ახსოვს ეს ამბავი, შეუძლია დღეს ნახოს - ჩვენი სოფლები და ქალაქები კვლავ გაივსო პარალელური სამყაროს წარმომადგენლებით. როდესაც სასამართლო და სხვა ინსტიტუტები არ არსებობს, ოლიგარქის კონტროლს არის დაქვემდებარებული, ასეთი „ინსტიტუტები“ წინ იწევს. ეს სისტემა არის საფრთხე ქვეყნისათვის. ეს საფრთხეა სტუდენტისთვის, რომელიც უნივერსიტეტში მიდის, მოსწავლისთვის, რომელსაც „ობშიაკებს“ აკრებინებენ“, - განაცხადა წიკლაურმა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს