“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზიამ ახალი ფილიალი გახსნა

“საქართველოს ბანკის” მხარდაჭერით განმავითარებელი და ხელნაკეთი სათამაშოების მაღაზია „სამალავმა“ ახალი ფილიალი გახსნა.

როგორც „საქართველოს ბანკში“ განმარტავენ, „სამალავი“ 1000-ზე მეტი დასახელების ქართულ და იმპორტირებულ ფუნქციურ სათამაშოს სთავაზობს მომხმარებელს. ბანკმა კომპანიის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით 35,000 ლარის მოცულობის ინვესტიცია განახორციელა. პროექტის ჯამური ღირებულება 70,000 ლარს უტოლდება.

მათივე ცნობით, ქართული პროდუქციის დიდ ნაწილს ხის სათამაშოები წარმოადგენს, რომელიც არის სერტიფიცირებული და ეკოლოგიურად სუფთა ლაქ-საღებავებით დამზადებული.

“სამალავის“ სამომავლო მიზანი სათამაშოების საკუთარი ხაზის წარმოება და თბილისსა და ბათუმში ფილიალების დამატებაა. „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ახლახან ახალი ფილიალი გავხსენით და დღეს მომხმარებელს ორი ფილიალიდან ვემსახურებით“, - განაცხადა „სამალავის“ დამფუძნებელმა ევა მღებრიშვილმა.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით კომპანია „სამალავი“ კიდევ უფრო ვითარდება. “საქართველოს ბანკისთვის” ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უცვლელი პრიორიტეტია. მიგვაჩნია, რომ ასეთი ინიციატივების მხარდაჭერა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეკონომიკის განვითარებაში. მინდა წარმატება ვუსურვო გუნდს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა