სერგო ჩიხლაძე - თავი არ უნდა შევიზღუდოთ და ის ბერკეტები არ უნდა გავიუქმოთ, რომელიც გვაქვს - პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია

თავი არ უნდა შევიზღუდოთ და ის ბერკეტები არ უნდა გავიუქმოთ, რომელიც გვაქვს - პარლამენტი მნიშვნელოვანი ბერკეტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ განუცხადა.

ჩიხლაძემ ამ კონტექსტში ყურადღება პარლამენტი ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებაზე გაამახვილა და როგორც განმარტა, დარწმუნებულია, რომ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები იქნება და მნიშვნელოვანია, საარჩევნო სისტემა სრულად პროპორციული იყოს.

„თუ “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო ცვლილებებს არ მიიღებს და უარს იტყვის, თუ პარლამენტი აზრს დაკარგავს, ამ შემთხვევაში მეც პარლამენტიდან ოპოზიციის გასვლის მომხრე გავხდები“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს