საქართველო გლაზგოში გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციის ფარგლებში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას მიუერთდა

საქართველო გლაზგოში მიმდინარე გაერო-ს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 26-ე კონფერენციის (COP26) ფარგლებში წარმოდგენილ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას „მაღალი ამბიციის კოალიცია“ მიუერთდა.

მსოფლიო ლიდერების სამიტის ფარგლებში, გუშინ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა „მაღალი ამბიციის კოალიციის” პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისთან ბრძოლაში ქვეყნების ამბიციის გაზრდას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კლიმატის ცვლილების საკითხებში, ჯონ კერის აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს სრული მზადყოფნა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად.

დეკლარაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:

https://www.highambitioncoalition.org/statements/cochair-summary-april-2021-9n7c5-z7kxl-733k4-49h35“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო