თბილისში, მასაჟის ცენტრში, ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კალათბურთელისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

თბილისში, მასაჟის ცენტრში, ტაილანდის მოქალაქის მკვლელობის საქმეზე დაკავებული კალათბურთელის ვაჩე ცაკაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ვაჩე ცაკაშვილის ადვოკატმა გოგა ბოგვერაძემ განუცხადა, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.

„ამ ეტაპზე კამერების ჩანაწერები ჯერ ამოღებული არ არის. ეს მტკიცებულებები იმის დასამტკიცებლად, რომ მან განზრახ მკვლელობა ჩაიდინა, მითუმეტეს, გენდერული ნიშნით, საკმარისი არ არის. მომავალში რას მოიპოვებენ, არ ვიცი“, - განაცხადა გოგა ბეოგვერაძემ

თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე მასაჟის ცენტრში რამდენიმე დღის წინ 38 წლის ტრანსგენდერი ქალი მოკლეს. მასაჟის ცენტრის თანამშრომლის, მადონა გაჩეჩილაძის განცხადებით, მოკლული ტაილანდის მოქალაქეა და საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობას გულისხმობს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს