სერგო ჩიხლაძე - ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, ისევ ვტრიალებთ უსამართლობაში - სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს

ისევ ვტრიალებთ სასამართლო კლანში, ისევ ვტრიალებთ უსამართლობაში - სასამართლო რეფორმა გარიჟრაჟზეც არ ჩანს, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.

მისივე განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებად პაატა სილაგაძის და გიორგი გოგინაშვილის არჩევა არის კიდევ ერთი ჩავარდნა და უკან გადადგმული ნაბიჯი.

"ამას ასე აფასებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები და ასე აფასებს ოპოზიციური სპექტრი. ყველაფერი ეს მოხდა ღამით, მიპარვით მაშინ, როცა ყველა არჩევნების მეორე ტურზე ვიყავით გადართული. ფორმალურად ვაკანსიებიც კი არ გამოაცხადეს - პირდაპირ ღამით შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს, რომ კლანი კიდევ უფრო მეტად გაძლიერებულიყო. ჩვენ ამ და სხვა ნაბიჯებით დასავლეთს ვშორდებით“, - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო