ვალერი გელბახიანი სააკაშვილზე - ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა, რომ თანხმობა იქნას მიღწეული პირველ რიგში ქართულ პოლიტიკურ ელიტაში და ხალხი იყო ამის მამოძრავებელი ძალა

ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა, რომ თანხმობა იქნას მიღწეული პირველ რიგში ქართულ პოლიტიკურ ელიტაში და ხალხი იყო ამის მამოძრავებელი ძალა, - ამის შესახებ იურისტმა ვალერი გელბახიანმა ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

გელბახიანის განმარტებით, შესაძლოა მან შუამავლის როლი ოპოზიციის ლიდერებთან შეასრულოს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს აინტერესებდა ჩაერთვებოდა თუ არა ის სამართლებრივ პროცესებში, რაზეც გელბახიანმა თანხმობა განუცხადა.

„თვითონ არის სულიერად მხნედ, მაგრამ დასუსტებულია დაახლოებით, 20 კილოგრამი აქვს დაკლებული. ეროვნული შერიგების გზაზე დგას, უნდა რომ თანხმობა იქნეს მიღწეული პირველ რიგში ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, შემდეგ ხალხი იყო ამის მამოძრავებელი ძალა და ასეთ შემთხვევაში გამოვა ყველაფერი სასიკეთოდ, რაც ხალხს და საქართველოს სჭირდება. ხალხი თვითონ არის თავისი ბედის გადამწყვეტი. ეს არის აბსოლუტური ჭეშმარიტი პოზიცია, რომელსაც აცნობიერებს სწორედ ამ კუთხიდან, რომ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი და რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ისინი უნდა იდგნენ ქართველ ხალხთან ერთად და მათ შორის, მაგალითს აძლევს ის თავისი პირადი ქცევით, რომ ასეთი თავგანწირვით არის შესაძლებელი, რომ ხალხს რწმენა შევძინოთ, რომ ეს ბრძოლა ღირს - ეს არის მისი პოზიცია.

ჩვენი საუბრის ერთი ნაწილი ეხებოდა სწორედ სამართლებრივ პრობლემებს. ასევე, მას აინტერესებდა ამ სამართლებრივი პროცესების დაწყებიდან იქნება თუ არა ჩემი მზაობა, რომ ჩავერთო პროცესებში, რაზეც თანხმობა მივეცი.

შეიძლება ნაწილობრივ იყოს შუამავლის ფუნქცია შესასრულებელი, ვინაიდან ვისაუბრეთ ამ საკითხზე, თუ ვისთან არის საჭირო საუბარი და ვისთან არ არის.

ამ ხელისუფლებას ჯერ მე ვერ ვაძლევ სტანდარტულ შეფასებას. ხელისუფლება იქცევა აბსოლუტურად არაორდინალურად, კანონის ჩარჩოებიდან და კონსტიტუციური რეჟიმიდან ამოვარდნილი განცხადებები აქვთ. აქ უფრო საგარეო და საშინაო ფაქტორია, ანუ ხალხის პროტესტმა უნდა მიიყვანოს ხელისუფლება იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ეს შერიგება შედგეს და დასრულდეს საქართველოში პოლარიზაცია და მტრობა", - განაცხადა გელბახიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა