თამარ გაბუნია - აქციები მობილობას ძალიან ზრდის - აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან პოლიტიკურ პროცესებს თან სდევს, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, საპროტესტო აქციები ძალიან ზრდის მობილობას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აქციებზე პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები არ მოქმედებს.

„დღეს მნიშვნელოვანია იმ რეგულაციების აღსრულება, რომელიც უკვე დაწესებულია. რაც არ უნდა დაწესდეს დამატებით, თუ არ აღსრულდა, რა თქმა უნდა, შედეგს არ მოგცემს.

რაც შეეხება აქციებს, აქციები მობილობას ძალიან ზრდის. აქციები შეზღუდვას არ ექვემდებარება, რადგან თან სდევს პოლიტიკურ პროცესებს. აქედან გამომდინარე, ეს არის რისკი და ეს რისკი დარჩება“, - განაცხადა გაბუნიამ.

გარდა ამისა, როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ვაქცინაციის მარათონი მომავალშიც გაგრძელდება.

„მარათონი უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი, რომელიც მარათონის შედეგად სოფლებში აიცრა. მარათონი გაგრძელდება დიდ ქალაქებშიც და თავის შედეგს აუცილებლად მოგვცემს. ყველა ინტერვენცია, რომელიც ამ მიმართულებითაა, ერთმანეთს ემატება და აძლიერებს პროცესს“,- განაცხადა გაბუნიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო