„თიბისის“ ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებას მიმოიხილავს

„თიბისის“ ტექ. პოდკასტის მესამე ეპიზოდი ღია ბანკინგის ფარგლებში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარების თემას შეეხება.

„თიბისის“ ცნობით, ამჯერად, ეპიზოდის სტუმრები Optio.Ai-ს თანადამფუძნებელი, შოთა გიორგობიანი და თიბისის ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანი, მარიამ კვარაცხელია არიან.

მათივე ინფორმაციით, ღია ბანკინგის შესაძლებლობების გარდა, სტუმრები პერსონალური ფინანსური მენეჯერის (PFM) და ბიზნეს ფინანსური მენეჯერის (BFM) განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრებენ, როგორც საბანკო არხებში, ისე ფინანსურ ტექნოლოგიებში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს ფინანსების მართვას ბიზნესებისა და ფიზიკური პირებისთვის.

„თიბისის“ პოდკასტების ეპიზოდების ნახვა Youtube-ზე, ასევე აუდიო ვერსიითს მოსმენა სხვადასხვა არხზეა შესაძლებელი, მათ შორის: Google Podcast, Spotify და Sound Cloud-ზე.

„თიბისი“ პირველი კომპანიაა ქართულ ბაზარზე, რომელმაც ტექნოლოგიური სიახლე - ღია ბანკინგი ბიზნესებისთვის დანერგა. ბიზნესმომხმარებლების დიდ ნაწილს, 45%-ს ანგარიში რამდენიმე ბანკში აქვს გახსნილი, რაც ბალანსისა და ტრანზაქციების გადამოწმებისას, მათ დამატებით სირთულეს უქმნის. ღია ბანკინგის საშუალებით, მომხმარებლები შეძლებენ თიბისისა და ნებისმიერი სხვა ბანკის ანგარიშებს, ნაშთებსა და ტრანზაქციებს თავი ერთ სივრცეში - ინტერნეტბანკსა თუ ბიზნესაპში მოუყარონ. ეს კი მათ ყოველდღიურ ცხოვრებას საგრძნობლად გაამარტივებს“, - განაცხადა „თიბისის“ ბიზნეს ინტერნეტბანკის გუნდის კაპიტანმა, მარიამ კვარაცხელიამ.

„თიბისის“ ინფორმაციით, ღია ბანკინგი ფინტექებისთვის ახალ, შეუზღუდავ შესაძლებლობებს ქმნის და „თიბისი“ მზად არის მათთან ითანამშრომლოს.

„სიახლე ბიზნესებს შესაძლებლობას მისცემს, დააინტეგრირონ და ისარგებლონ სხვადასხვაა ციფრული პროდუქტით. მომავალში, კიდევ არაერთი მსგავსი პროდუქტის შექმნა იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს ფინანსური ტექნოლოგიების კომპანიების განვითარებას საქართველოში. „თიბისისთვის“, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია ამ საკითხების შესახებ დაინტერსებულ ფიზიკური თუ იურიდიული პირების ინფორმირება, მათი ხელშეწყობა და განვითარება, რაც ქვეყანაში ფინტექ ეკოსისტემის განვითარებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო