სანდრო რაქვიაშვილი - ეს ბოიკოტი უბრალოდ არასერიოზულია - სასაცილოა, როცა კომიტეტზე მიდიხარ და სიაში ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერაა, რომ დარბაზშია, რათა ხელფასი არ დააკლდეთ

ეს ბოიკოტი უბრალოდ არასერიოზულია - სასაცილოა, როცა კომიტეტზე მიდიხარ და სიაში ყველა ოპოზიციონერის ხელმოწერაა, რომ დარბაზშია, რათა ხელფასი არ დააკლდეთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მას ასეთი ბოიკოტის არ სჯერა და ვერც მანდატების დატოვების მიზანს ხვდება.

"მე ასეთი ბოიკოტის არ მჯერა უბრალოდ. საქმე არ მაქვს და ტყუილად რატომ ვიჯდეო - ამას უფრო ჰგავს. სააკაშვილის სიტუაცია რომ განვიხილოთ, ინფორმაციის დეფიციტი გაქვს, მართლა რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა. მე ვერ დავიჯერებ, რომ ვიღაცას შეიძლება უნდოდეს მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი ციხეში, ვერ ვხდები მანდატების დატოვება რისთვის ხდება,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

მისივე თქმით, მანდატების დატოვების მხოლოდ ერთი ახსნა არსებობს, სააკაშვილის მიმართ ერთგულების დამტკიცება, თუმცა, სავარაუდოდ, არიან მათ რიგებში დეპუტატებიც, რომელთაც თავიანთი აზრი აქვთ და "ბელადს არ მიჰყვება", რამაც გარკვეული პრობლემა შექმნა პარტიაში და გადაწყვეტილებაც ამიტომ შეიცვალა.

"მე მაქვს მხოლოდ ერთი ახსნა მანდატების ისტორიის, რომ ეს არის გარკვეული ერთგულების ილუსტრაცია მიხეილ სააკაშვილის მიმართ, როცა სააკაშვილმა ეს მოითხოვა, გამოვიდა რამდენიმე პოლიტიკოსი და თქვა, რომ "კი ბატონო, მიხეილ, მე ერთგული ვარ და ამის ნიშნად მანდატებსაც დავტოვებთ", მაგრამ სავარაუდოდ ასეთი ბევრი არ აღმოჩნდა, "ნაციონალური მოძრაობა" მიხვდა, რომ შიგნით შეიძლება პრობლემა ჰქონდეს ამ გაუგებარი გადაწყვეტილების შედეგად, რადგან მართლაც გაუგებარია ეს რისთვის უნდა გააკეთონ, რა მოჰყვება, რავიცი, იქნებ რაღაც კარგი ხდება და მეც დავწერ ამ განცხადებას, რა პრობლემაა?! ოღონდ მითხრან, რისთვის აკეთებენ ამას. მთელი წელი დავხარჯეთ ამაზე ლაპარაკში და ვერ გვითხრა ვერავინ არგუმენტი მაშინ, ახლა თუ გვეტყვიან, ვიმსჯელოთ. როგორც ჩანს ეს დაინახა მიხეილ სააკაშვილმა და გადაიფიქრა. რეალისტური სცენარია და მეც გამიგია პარლამენტში დეპუტატების საუბრიდან, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" თვითონ შეექმნა შიგნით პრობლემა, არ ვიცი ეს რამდენად სერიოზული პრობლემაა, მაგრამ მე მახსოვს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრები, სადაც მათ შორის, "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები წინააღმდეგნი იყვნენ ბოიკოტის გამოცხადების და იქ ძალიან ცხელი დისკუსიები იმართებოდა ხოლმე. როგორც არ უნდა შევაფასოთ "ნაციონალური მოძრაობა", საბედნიეროდ, ზოგ დეპუტატს თავის აზრიც გააჩნია, მარტო ბელადს არ მიჰყვებიან, აქედან გამომდინარე იქ ალბათ განსხვავებული აზრები იყო”, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა