„ვითიბისა“ და საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ შორის ფაქტორინგული ოპერაცია განხორციელდა

„ვითიბი ბანკი“, როგორც ქართული სპორტისა და ბიზნესის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერას, - ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, ბანკის მეშვეობით, კიდევ ერთი წარმატებული თანამშრომლობა შედგა „ვითიბისა“ და საფეხბურთო კლუბ „დინამო თბილისს“ შორის - განხორციელდა საერთაშორისო ფაქტორინგული ოპერაცია, რომლის ანალოგი, „ვითიბი ბანკის“ და ქართული სპორტის ერთობლივი ოპერაციების ჭრილში, ჯერ არ ყოფილა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ აღნიშნულ გარიგებაში მონაწილეობა მიიღო ვითიბი ფაქტორინგმა.

„მოხარულნი ვართ, რომ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის, ვითიბი ჯგუფის წევრობა, ბანკს შესაძლებლობას აძლევს, ფაქტორინგული ოპერაციები წარმატებით განახორციელოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. მსგავსი თანამშრომლობა ხელს უწყობს, გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ბიზნესის წარმატებისთვის და, ასევე, ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის“, - განაცხადა კორპორატიული ბიზნესის დირექტორმა, ვლადიმერ რობაქიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა