კერძო სექტორის მხარდასაჭერად ეკონომიკის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფო-ტურებს აგრძელებს

კერძო სექტორის მხარდასაჭერად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ინფო-ტურებს აგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადმინისტრაციის ორგანიზებით სხვადასხვა ტურისტული კომპანიების 20 წარმომადგენელი სამცხე-ჯავახეთს ეწვია.

მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტურ-ოპერატორები და გიდები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის „Gitoa” – საქართველოს შემომყვან ტურ ოპერატორთა ასოციაციის, “GTA” – საქართველოს ტურიზმის ასოციაციისა და ეკო-ტურიზმის ასოციაციის მიერ შეირჩნენ.

„ტურის მონაწილეები ახალციხეში „პურის ფესტივალს“ დაესწრნენ. ღონისძიება ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანამ“ დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციასთან ერთად გამართა. ფესტივალის მიზანია ტრადიციული და ადგილობრივი პროდუქტების, მათ შორის ადგილობრივი პურისა და ხორბლის პოპულარიზაცია, რეგიონის აგროტურისტული პოტენციალის საზოგადოებისათვის გაცნობა და ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების წარმოჩენა-წახალისება. ფესტივალზე ცალკე სივრცე დაეთმო ქართულ ხორბალს. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ადგილზე გამომცხვარი სხვადასხვა სახეობის პური და ადგილობრივი პროდუქტები გაესინჯათ.

ფესტივალამდე ტურის მონაწილეებმა ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭკარში ისტორიული სახლები, უძველესი საწნახელი და ვაზის ჯიშების დაათვალიერეს, ეწვივნენ ნიჯგორის უძველესს მარნებს, სოფელ საროში კი II ათასწლეულის მეგალითური ნაგებობები და მესხური დარბაზები დაათვალიერეს. ინფო-ტურის მონაწილეებმა ასპინძაში „ქვევრის ლუდი“ -მინი ქვევრის ლუდის საწარმო და საოჯახო სასტუმრო დაათვალიერეს, ეწვივნენ სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმს და წმინდა მარიამის მიძინების ქვაბისხევის ეკლესიას.

ინფო-ტურების მიზანია შიდა და შემომყვანი ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებსა და გიდებს შესაძლებლობა ჰქონდეთ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ნაკლებად ცნობილი ადგილები და ობიექტები დაათვალიერონ. ტურების შემდეგ, მარშრუტების გათვალისწინებით ქართველი და უცხოელი მოგზაურებისთვის ტურისტული პაკეტები მზადდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო