თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კოვიდ პასპორტების მიღება აუცილებელია, ასევე ცალკეულ ჯგუფებში სავალდებულო უნდა იყოს აცრა

იტალიაში სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც "მწვანე პასპორტების" წინააღმდეგი იყო - პოლარიზებულ და პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ ე.წ. მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?!- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს, კოვიდ პასპორტების მიღება აუცილებელია, ასევე ცალკეულ ჯგუფებში სავალდებულო უნდა იყოს აცრა.

„არ არის „მწვანე პასპორტები“ საქართველოში იოლი მისაღები. ნახეთ იტალიაში გამოსვლები და მიტინგები იყო. სახელმწიფოს დასჭირდა წყლის ჭავლის და ცრემლსადენი გაზის გამოყენება იმ ხალხის დასაშლელად, ვინც "მწვანე პასპორტების" წინააღმდეგი იყო.

პოლარიზებულ და უკიდურესად პოლიტიკურად დაძაბულ სიტუაციაში, კიდევ რომ ე.წ. მწვანე პასპორტისთვის წყლის ჭავლი და გაზი გამოეყენებინა ჩვენს ხელმძღვანელობას, წარმოგიდგენიათ ამას რა ნეგატიური რეაქცია მოჰყვებოდა?! ჩვენი ქვეყანა ფრთხილად დგამს ამ ნაბიჯებს, მაგრამ ახლა დადგა დრო, როდესაც სხვა გზა არ არის და უნდა შემოვიდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ 4-5 გარდაცვლილი იქნებოდა ქვეყანაში, თუ სრულად ვაქცინირებულები ვიქნებოდით.

„გადარჩენის მაჩვენებელი საქართველოში ძალიან მაღალია. კი, თქვენ ყველა აპელირებთ 40-50 გარდაცვლილზე, მაგრამ იცით, მსოფლიო სხვა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს. ეს ჩვენთვის დიდი ტკივილია, თითოეული ადამიანის დაკარგვა არის ძალიან მძიმე. საქართველოსთვის მძიმედ ისმის 40-50 ავადმყოფის სიკვდილი, მაგრამ მსოფლიო ოპერირებს სხვა მაჩვენებლებით - გადარჩენის მაჩვენებლებით და გარდაცვალების პროცენტით, ანუ ყველა კოვიდავადმყოფს შორის რამდენი პაციენტი გარდაიცვლება და რამდენი გადარჩება. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ამ მაჩვენებლით საქართველოს აქვს უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე აშშ-ს და ევროპის 33 ქვეყანას. თვითონ დაითვალეთ, დღეს 6000-ზე მეტი ავადმყოფი იყო და გარდაიცვალა 49. დღეს 49 გარდაცვალება გვაქვს. სრულად ვაქცინირებულები რომ ვიყოთ, გვექნებოდა 4-5 გარდაცვალება, შეადარეთ და გამოიტანეთ დასკვნა, რამხელა შესაძლებლობას უშვებს ხელიდან ჩვენი მოსახლეობა“, - აღნიშნავს ცერცვაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს