პენიტენციური სამსახური - მიხეილ სააკაშვილთან კლინიკა „ვივამედიდან” ანგიოლოგი მისი პირადი ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, ასევე, დაგეგმილია პულმონოლოგის ვიზიტი

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, კლინიკა „ვივამედიდან” ანგიოლოგი მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სააკაშვილთან დაგეგმილია ასევე პულმონოლოგის ვიზიტი.

„რაც შეეხება კლინიკა „ვივამედიდან“ ანგიოლოგის მისვლის საკითხს, იგი დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა, რადგან თავად არ არის ამ დარგის სპეციალისტი.

ინფორმაციისთვის: დაგეგმილია, ასევე, პულმონოლოგის ვიზიტი, რომელიც ატარებს პრევენციულ ხასიათს, რადგან საუბარი იყო მ. სააკაშვილის წარსულში გადატანილი კოვიდინფექციის მძიმე ფორმის შესახებ.

პენიტენციური სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელების და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს