გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ენერგო-პრო ჯორჯიადან“ აცნობეს, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 ნოემბერს 10:15-დან 10:35 საათამდე და 13:05-დან 13:35 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ზაჰესში ავჭალის, ენერგეტიკების, ანდრონიკაშვილის, მშვიდობის, ბელთაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

მათივე ინფორმაციით, ამავე მიზეზით, 11:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფელბში მაგრანეთი, ზემო ნაქალაქარი, სიონი, ზურაბები და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის რაიონის სოფლებში ჟინვალი, ჩინთი, ბიჩნიგაურები, უნდილაანი და მიმდებარე სოფლებში; 11:25-დან 16:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფელბში ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, აღაიანი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში საგურამო, ზედაზენი, ნანივრალი და მიმდებარე სოფელებში; 17:00-დან 19:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ვაზიანი, ძალისი, მუხრანი, ერედა და მიმდებარე სოფლებში.

კომპანიის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს