გიგა ბოკერია სუს-ის განცხადებაზე - აბსტრაქტულ განცხადებას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რათა გაგვახსენონ, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზენაესობის

აბსტრაქტულ განცხადებას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რათა გაგვახსენონ ყველას, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზენაესობის ან კონსტიტუციური წყობისა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებას.

ბოკერიას შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 5 ივლისის წინ გაკეთებულ განცხადებებზე უნდა ერეაგირა, როდესაც ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ კონკრეტულ ქმედებებს ჩაიდენდნენ.

„სუს-ი ამ განცხადებაში არ აზუსტებს რა ტიპის განცხადებებს გულისხმობს, მაგრამ ყველას მინდა გავახსენო, რომ ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით ნებისმიერი ტიპის მოწოდება დასჯადია მაშინ, როცა განზრახ, აშკარა, მყისიერი, პირდაპირი საფრთხე დგება კანონსაწინააღმდეგო შედეგისა. ამის მაგალითად, რა ტიპის განცხადებები უნდა ყოფილიყო დასჯადი და რაზე უნდა ერეაგირა სუს-ს, იყო 5 ივლისის წინ გაკეთებული განცხადებები, როცა ძალადობის ორგანიზატორები პირდაპირ აანონსებდნენ, რომ ჩაიდენდნენ კონკრეტულ ქმედებებს, შემდეგ პროცესში ახორციელებდნენ ამ ქმედებას ანუ კონკრეტული ძალადობრივი შედეგი როცა დადგა და ცნობილი იყო, რომ დადგებოდა კიდევაც, ეს პირველად არ ხდებოდა. მაშინ არც წინასწარ ურეაგირია სუს-ს, არც პოსტ-ფაქტუმ დასჯილან ძალადობის ორგანიზატორები, მაგრამ ახლა აბსტრაქტულ განცხადებას აკეთებენ მხოლოდ იმისთვის, რომ გაგვახსენონ ყველას, რომ ისინი მხოლოდ ივანიშვილის პერსონალური ძალაუფლების სამსახურში დგანან და არა კანონის უზენაესობის ან კონსტიტუციური წყობისა“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს