გიორგი სიორიძე - იზა ჩირგაძის ნაამბობთან დაკავშირებით შესაბამისმა უწყებებმა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყონ გამოძიება, ისევე, როგორც უზრუნველყონ მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა

მინდა გამოვეხმაურო ქუთაისის საარჩევნო ოლქის 90-ე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, იზა ჩირგაძის საქმეს. ამ მამაცი ქალის ნაამბობმა მთელი საქართველო აალაპარაკა უკვე მესამე დღეა, ისევე, როგორც ბუნდოვანმა გარემოებებმა, თუ რა ბედი ეწია მას. სავარაუდო დანაშაულის სქემა და კონკრეტული ფაქტები, რომელზეც მან ისაუბრა, საგანგაშოა, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, პარტია "ლელოს" წევმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

სიორიძის თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი თანამშრომელი არ გახდეს ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი.

„იზა ჩირგაძის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია საკმარისზე მეტ საფუძველს აძლევს ყველა შესაბამის უწყებას, რომ დაიწყოს გამოძიება. ამავდროულად, არცერთი წუთის დაკარგვა არ შეიძლება, სანამ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არ იქნება გარანტირებული. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველაფერი უნდა იღონოს, რომ მისი თანამშრომელი არ გახდეს ზეწოლისა და ძალადობის მსხვერპლი. ამ მიზნით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მესამე სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობაც. ქართული საარჩევნო პრაქტიკის ბნელ მხარეს არაერთი მანკიერებაა, რომელთა გამოაშკარავება და დამტკიცება პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ ვინმემ არ გადადგა გაბედული ნაბიჯი და საჯაროდ არ ისაუბრა ამაზე. ცხადია, ასეთ ადამიანზე და მის ოჯახზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე ძალიან დიდია. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბოლო მონაცემებით, ქალბატონ იზასთან კავშირის დამყარება შეუძლებელი გახდა.

სოლიდარობას ვუცხადებ ყველა პატიოსან თანამშრომელს საარჩევნო ადმინისტრაციის სამივე დონეზე! როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელი პირი, მზადყოფნას გამოვთქვამ შევხვდე ქალბატონ იზას და ნებისმიერ ადმინისტრატორს, თუ ის ჩათვლის, რომ ჩემი მხრიდან სჭირდება უფრო მეტი თანადგომა და მით უმეტეს, დაცვა”, - განაცხადა გიორგი სიორიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო