გრიგოლ გეგელია - მინდა რეპრესიულ ,,ოცნებას” შევახსენო, რომ ელენე ხოშტარია პარლამენტის დეპუტატია და პროტესტის სრულიად კანონიერ ფორმას იყენებს, არავითარი ქვეტექსტი, აქედან ძალმომრეობით იყოს გაყვანილი, არ არსებობს

მინდა რეპრესიულ ,,ოცნებას” შევახსენო, რომ ელენე ხოშტარია არის პარლამენტის დეპუტატი და პროტესტის სრულიად კანონიერ ფორმას იყენებს. არავითარი ქვეტექსტი, რომ აქედან ძალმომრეობით იყოს გაყვანილი არ არსებობს, - ამის შესახებ ,,ლელო საქართველოსთვის” წევრმა გრიგოლ გეგელიამ პარლამენტის შენობაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გეგელიას თქმით, ,,ქართული ოცნება” ცდილობს ბოლომდე მოკლას მოქალაქეობის განცდა და ამ ანტისახელმწიფოებრივ ფენომენს ყველა, შესაძლო ფორმით უნდა შეებრძოლონ.

,,მინდა ელენე ხოშტარიას შევუქო ძალისხმევა ის კიდევ ერთხელ ამხელს ამ სიყალბეს, რომელიც ამ შენობაში და ქართულ სახელმწიფოში ტრიალებს. ,,ქართული ოცნება” ცდილობს ბოლომდე მოკლას მოქალაქეობის განცდა და იმედი, ჩვენ ყველა შესაძლო ფორმით უნდა ვებრძოლოთ ამ ანტისახელმწიფოებრივ ფენომენს. მინდა რეპრესიულ ,,ოცნებას” შევახსენო, რომ ელენე ხოშტარია არის პარლამენტის დეპუტატი და პროტესტის სრულიად კანონიერ ფორმას იყენებს. არავითარი ქვეტექსტი, რომ აქედან ძალმომრეობით იყოს გაყვანილი არ არსებობს, ეს არ იქნება დაშვებული ჩვენ მიერ”, - აღნიშნა გრიგოლ გეგელიამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს