მოქალაქე აცხადებს, რომ რუსთავში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციიდან ბრუნდებოდა, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ

მოქალაქე აცხადებს, რომ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულების მიმდებარედ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერი აქციიდან დაბრუნებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც თავად ამბობს, ანგარიშსწორების მიზეზი სოციალურ ქსელში მისი აქტიურობა და "ქართული ოცნების" კრიტიკა გახდა.

"ვბრუნდებოდი სახლში კონკრეტული მიზეზის გამო, რა დროსაც სამი ტიპი აქციიდან გამოსვლის შემდეგ ამეკიდა და ფიზიკურად გამისწორდნენ. ერთ-ერთი ერეკლე აბზიანიძეა, რომელიც გამოირჩევა "ქართული ოცნებისადმი" სიმპათიებით და "ინფო რუსთავის" "ფეიჯზე" ვინც გამოხატავდა განსხვავებულ აზრს "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში, ემუქრებოდა თავ-პირის გაერთიანებით და მან ეს დაპირება აასრულა.

მომეპარა უკნიდან სამი პირი. მას ახლდა თან ორი ადამიანი. შეურაცხყოფას მაყენებდნენ. "ფეისბუქზე" რატომ აქტიურობო, ეს შენი აქტიურობა არის გამაღიზიანებელი, არ მოგვწონსო და ამის გამო მოხდა ფიზიკური ანგარიშსწორება.

აქციიდან მივდიოდი, ბენზინგასამართი სადგური სადაცაა მაგ ტერიტორიაზე ჩაბნელებულ მონაკვეთში მოხდა ანგარიშსწორება. პოლიცია იყო ახლოს, დაედევნა, მაგრამ დაკავება ვერ მოხერხდა. ოქმი შეადგინა საპატრულო პოლიციამ", - განაცხადა გიორგი ბალღამიშვილმა.

ნაცემი მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს