ჯო ბაიდენი - ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მშობლებს ბავშვების ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, პანდემიის დროულად დასამარცხებლად მცირეწლოვნების ვაქცინაცია აუცილებელია.

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ მისმა ადმინისტრაციამ ბავშვების ასაცრელად Pfizer-BioNTech-ის 28 მილიონი ვაქცინა უკვე შეიძინა.

„ჩვენი შვილების ასაცრელად თვეების განმავლობაში ვემზადებოდით. ჩვენი პროგრამა მიმდინარე კვირას გაფართოვდება, რათა მომავალი კვირიდან სრულად ამოქმედდეს. ჩვენ ქვეყნის მასშტაბით 20 000-ზე მეტი პუნქტი გვაქვს. ეს მოიცავს ადგილებს, რომლებსაც მშობლები იცნობენ და ენდობიან - მათ ადგილობრივ აფთიაქებს, მათ პედიატრებს, ოჯახის ექიმებს და ბავშვთა საავადმყოფოებს. ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტურია. ასე რომ, აცერით თქვენი შვილები, რათა დაიცვათ ისინი და დავასრულოთ ვირუსის გავრცელება”, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 5-11 წლის ბავშვების ვაქცინაციის გადაწყვეტილება 3 ნოემბერს მიიღო.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო