„თიბისი ბანკმა“, „თიბისი კაპიტალის“ დახმარებით, 75 მილიონი დოლარის დამატებითი პირველადი კაპიტალის ევროობლიგაციები განათავსა

„თიბისი ბანკმა“, „თიბისი კაპიტალისა“ და სხვა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების დახმარებით, ირლანდიის საფონდო ბირჟაზე - Euronext Dublin, 75 მილიონი დოლარის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) ევროობლიგაციები განათავსა.

„თიბისის“ ინფორმაციით, 2019 წლის შემდეგ ეს პირველი განთავსებაა საერთაშორისო ბირჟაზე ქართული საბანკო სექტორიდან, ასევე - დამატებითი პირველადი კაპიტალის პირველი ტრანზაქცია ფინანსური განვითარების კვალიფიკაციით.

აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების თანაწამყვანი აგენტები ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები იყვნენ, როგორებიც არიან: Citibank, JP Morgan, Barclays და Renaissance Capital.

გარიგებაში Baker & McKenzie და Dentons Georgia - თიბისი ბანკის, Latham & Watkins და BGI Advisory Services Georgia კი გაერთიანებული წამყვანი მენეჯერების იურიდიულ მრჩევლებს წარმოადგენდნენ.

აღნიშნული ტრანზაქცია „თიბისი ბანკს“, სავალუტო თვალსაზრისით, კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციაში და კაპიტალიზაციის დონის გაძლიერებაში ეხმარება. ასევე, ეკონომიკის მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ბანკის ბუნებრივ ჰეჯირებას უზრუნველყოფს.

შეთავაზებულ ობლიგაციებზე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისგან, ბანკებისგან და საბროკერო დილერებისგან დაფიქსირებული მოთხოვნა, 2.96-ჯერ აღემატებოდა მიწოდებას. ობლიგაციების წლიური საპროცენტო განაკვეთი 8,9%-ით განისაზღვრა და „Fitch“-ის მიერ B- რეიტინგით შეფასდა.

„საერთაშორისო ინვესტორებისგან 75 მილიონი აშშ დოლარის დამატებითი კაპიტალის მოზიდვა და ევროობლიგაციებზე მაღალი მოთხოვნა, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისი ბანკისა და ქვეყნის მიმართ ნდობას, ასევე ინვესტორების დაინტერესებას ბანკის ხარისხიანი საკრედიტო ისტორიით. დამატებითი კაპიტალი და ევროობლიგაციები საშუალებას მოგვცემს, ბანკის სწრაფი და დინამიური ზრდა განვაგრძოთ და ამავე დროს, ხელი შევუწყოთ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის, ეკონომიკისა და ქართული ბიზნესების განვითარებას“, - აცხადებს „თიბისის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

„თიბისი კაპიტალისთვის“ წელს ეს ობლიგაციების რიგით მეექვსე განთავსებაა.

ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.01.2023
გია ხუხაშვილი - „ოცნებამ“ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ მისთვის ყველაზე კომფორტული პიროვნება მიიღო, ამიტომ იყო, რომ მმართველი გუნდი ხაბეიშვილს გულშემატკივრობდა
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა მხოლოდ შარშან, უკრაინის გაუბედურების ხარჯზე, რადგან საქართველოში ხალხი და ფული რუსეთიდან შემოდის
„ლიბერთი“ მასშტაბური პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს
BTU-მ ხელოვნური ინტელექტის ეროვნული სტრატეგიის შექმნისთვის საჭირო კვლევა დაიწყო
სიახლე - „ლიბერთის“ ბანკომატებში Apple Pay-ს და Google Pay-ს გამოყენებით უკვე შესაძლებელია ნებისმიერი ოპერაციის შესრულება
კახა ოქრიაშვილი - ვულოცავ „ნაციონალურ მოძრაობას“ შიდა დემოკრატიის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლას, რის შედეგადაც ეს პარტია უკეთესი და უკეთესი ლიდერებით შეივსება“
TNET-ი და USAID-ი ითანამშრომლებენ ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის საქართველოში
CashBack და Mastercard-ის აქცია ქართული ბრენდებისთვის - 60%-მდე ქეშბექი ონლაინ შოპინგისას
EIB Global-სა და კრედო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მხარდასაჭერად 28.8 მილიონი ლარის მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა